მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს


2018-04-26 18:23:00

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.

„თითოეულ გადმოსვენებულს აქვს თავისი გმირობის ისტორია, ყოველი მათგანი გამორჩეული ადამიანი იყო. თითოეული მათგანი თავისი ნებით წავიდა ომში, წავიდნენ სამშობლოს დასაცავად და 25 წლის განმვლობაში ოჯახებმა არ იცოდნენ სად იყო მათი საფლავები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზურ მხარეს გულისხმიერებისთვის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი დაუბრუნდეს ოჯახს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია