მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები წეროვნის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრნენ


2018-05-08 16:15:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში უმასპინძლა.

მინისტრის მოადგილემ ელჩებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დასაქმების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 11 მაისამდე დარჩებიან. ვიზიტის მიზანს საქართველოს, მისი კულტურის, ქვეყანაში გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს.