საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იწყება


2018-05-08 18:12:00

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს.

„იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ის ადგილი მოვინახულე, სადაც უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებსა და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს ესაზღვრება.