მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ რეგიონებში შეხვედრები გაიმართა


2018-05-10 12:08:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გაიმართა.

ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, რუსთავსა და თელავში გამართული შეხვედრების მიზანს, საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.