მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა


2018-05-24 10:15:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემას წარმოადგენდა - საქართველოს კონსტიტუცია 1921 წლიდან დღემდე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, დევნილ სტუდენტებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ 400-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო წარჩინებულ დევნილ სტუდენტებს სპეციალური სტიპენდია დაენიშნებათ.

თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით, დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტაჟირება გაიარონ.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია