მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გამართა


2018-06-04 10:52:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

მიგრაციის საკითხების სამთავრობო კომისიის (მსსკ) ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვედრაზე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით სამინისტროს ხედვას გაეცნენ. სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით როგორც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისე UNHCR-ის დაფინანსებით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ანგარიშიც წარედგინათ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში განხორციელებული საქმიანობის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.