მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

20 დევნილ მეწარმეს გრანტები გადაეცემა


2018-06-11 14:42:00

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ახალი პროგრამის - „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მოწყვლადი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაციას დაესწრო.

გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული პროგრამა მიზნად ისახავს დევნილთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში, დევნილებს რომლებსაც მცირე საწარმოები აქვთ 5000-10 000 ლარამდე გრანტები გადაეცემათ, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ბრუნვის გაზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ჯამში 20 დევნილი მეწარმე დაფინანსდება.

პროგრამას საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელებენ.