მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

240 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცა


2018-06-27 10:38:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, 4 ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი შენობა დაიხურა.

ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

იხილეთ ვიდეო