მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

გრიგოლ გიორგაძე ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა


2018-09-18 15:52:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს დანიელ ხოშაბოს, მარსელ კაპის და კრისტიან ურსეს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის მიზანს საქართველოში კონფლიქტის შესახებ მე-18 კონსოლიდირებული ანგარიშისათვის დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. დანიელ ხოშაბომ აღნიშნა, რომ ანგარიშში განსაკუთრებული მნიშვნელობა დევნილთა ნაწილს ექცევა.

მინისტრის მოადგილემ დელეგაციას უწყებაში მიმდინარე სიახლეები და ცვლილებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის მადლობა გადაუხადეს.