მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

თბილისში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა


2018-10-04 15:08:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროსა და სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, შენობას, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სახურავის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ღირებულება 56 686 ლარს შეადგენდა.

თბილისში, თანადაფინანსებით 500-მდე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.