მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო


2018-10-08 15:09:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.

პირველ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. იმის გამო, რომ ბინების გარკვეული რაოდენობა გასანაწილებელი დარჩა, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდა.
ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადების მიღება 2018 წლის 8 ოქტომბერს იწყება და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს 2018 წლის ბოლომდე გადაეცემა.