მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

რუსთავში დევნილებს ბინები გადაეცათ


2013-11-26 19:11:00

რუსთავში, 22 დევნილ ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ახალი ბინების გასაღებები გადასცა. 12 მ/რ-ში მდებარე ყოფილ 35-ე ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ჩაუტარდა. შენობაში 12 ერთ ოთახიანი, 6 ორ ოთახიანი და 4 სამ ოთახიანი ბინაა.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩნენ. საცხოვრებლის მისაღებად სპეციალური განაცხადი 690-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც კომისიამ 22 შეარჩია. შესახლებამდე ერთი დღით ადრე, დევნილთა სამინისტროს რეგიონალურ ოფისში, ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს.

ბინების გადაცემა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილთა სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგად 2000-მდე ოჯახმა, დევნილთა გრძელვანიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.

„დღეს, 22-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო გრძელვადიანი საცხოვრებელი, რომელიც მათ გადაეცემათ კერძო საკუთრებაში. უკვე 1134-მა ოჯახმა მიიღო თავისი მუდმივი საცხოვრებელი 20 წლიანი ლიდინის შემდეგ. პროცესი ინტენსიურად გრძელდება, როგორც ჩვენ განვაცხადეთ წლის ბოლომდე მომზადებული გვაქვს ობიექტები, დაახლოებით 2000-მდე ოჯახი მიიღებს თავის საცხოვრებელ ბინას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.