მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილთა სამინისტროში თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს


2013-12-02 15:23:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროში, საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი მიმდინარეობს.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, ჩვენს სამინისტროში დაიწყო კონკურსი სხვადასხვა თანამდებობებზე, რომელიც ძალიან გამჭვირვალედ ტარდება და ძალიან ბევრია მსურველი. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობამ გადააჭარბა 300-სს. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ძალიან მაღალია აქტივობა, მაგრამ ჩვენი კომისია აარჩევს საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს“ - განაცხადა მინისტრის პირველმამოადგილემ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ გოგი ფაცაციამ.

ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად სამინისტრომ ღია კონკურსი ნოემბრის თვის დასაწყისში გამოაცხადა. კონკურსი გასაუბრების ფორმით ტარდება. აპლიკანტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაციაა. კომისიაში ასევე შედიან: მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვამნელები და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო.