მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

დევნილთა მეგობრების კლუბი

დევნილთა სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა


2013-02-26 13:04:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი დევნილი მოზარდებისათვის მათი ასაკის შესაბამის სპექტაკლებს მოამზადებს, გაითვალისწინებს დევნილი ბავშვების სურვილს რომელი სპექტაკლი აინტერესებთ და წარმოდგენებზე მათ უფასოდ უმასპინძლებს.

ასევე, დევნილი ბავშვების დაინტერესების შემთხვევაში, დევნილთა სამინისტრო უზრუნველყოფს თემატურ შეხვედრებს თეატრის დასსა და დევნილ მოზარდებს შორის.

დევნილთა სამინისტრის მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ - გოგი ფაცაციამ მოაწერა. თეატრის მხრიდან კი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრის მმართველმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა.

როგორც დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გოგი ფაცაციამ აღნიშნა, აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს დევნილი მოზარდების ხელმისაწვდომობას ხელოვნებასა და კულტურსადმი. „მემორანდუმის ფარგლებში, კვირას, 3 მარტს 12 საათზე 100 დევნილ ბავშვს შეუძლია, სპექტაკლს „სათაგური“ უფასოდ დაესწროს. ასევე, დევნილ პატარებს შეუძლიათ სპექტაკლი „მზის სხივი“ 3 მარტს 12 საათზე ნახონ“ - აღნიშნა გოგი ფაცაციამ