მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

მოქალაქეთა მისაღები


2014 წლის 16 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი დევნილთა მისაღები ცენტრი (ამჟამად მოქალაქეთა მისაღები სამმართველო), რომლის მიზანიც არის ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქეთა მაღალ დონეზე მომსახურება.
დღეისათვის მისაღები სამმართველო მომსახურებას უწევს: დევნილ, ლტოლვილ, მიგრანტ და ეკომიგრანტ მოქალაქეებს. ყოველდღიურად მოქალაქეთა მისაღებს მომართავს 200-250 მოქალაქე. თვეში, მისაღები სამმართველო ემსახურება, დაახლოებით 3000  ბენეფიციარს.

 

 

 ყველაზე მოთხოვნადი მომსახურეობებია:

  1. განცხადების ჩაბარება ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა და საცხოვრებელი ფართის დასაქირავებელი თანხის მოთხოვნით;
  2. პერსონალურ მონაცემებში ცვლილებების შეტანა;
  3. დევნილის სტატუსის აღდგენა;
  4. დევნილის სტატუსის მინიჭება;
  5. დევნილის მოწმობის გაცემა;
  6. კონსულტაცია ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რა პროგრამებიც ხორციელდება სამინისტროში. (საცხოვრებელი ფართის მიღება, სოფლად სახლის შესყიდვა, იპოთეკური სესხის დაფარვა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიღება, ქირის თანხის გამოყოფა და სხა სოციალური საკითხები).

 

 მოქალაქეთა მისაღები სამმართველოს მიზანი და ამოცანები:

მოქალაქეთა მისაღები სამმართველოს მიზანია, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება სამინისტროში მოსულ (დევნილი, ლტოლვილი, მიგრანტი და ეკომიგრანტი) ბენეფიციართათვის.

ამოცანა 1. მოქალაქეებისთვის ინფორმაციის, კონსულტაციის მიღების პროცესის გამარტივება.
ამოცანა 2. მოქალაქეებისთვის ხარისხიანი  კონსულტაციის გაწევა;
ამოცანა 3. ცნობის და დევნილის მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
ამოცანა 4. განცხადების და ქონებრივი დეკლარაციების მიღება და დარეგისტრირება.

 

 

 

 

 

 

 

 

 მოქალაქეთა მისაღებში შეთავაზებული მომსახურობები:

  • კონსულტაციები, გასაუბრების და განცხადებების (ერთიანი ფორმა) მიღება დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის;
  • კონსულტაციები, განცხადებების მიღება დევნილის სტატუსის აღდგენა და მოწმობის გაცემა;
  • ცვლილებების შეტანა დევნილთა მონაცემთა ბაზაში (არსებული შეცდომების) გასწორება პირად მონაცემებში, დევნილთა შემწეობის დარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარება;
  • საცხოვრებელი ადგილის ცვლილების შემთხვევაში განცხადებების მიღება;
  • ცნობების გაცემა და განცხადებების დარეგისტრირება, არქივიდან ინფორმაციის მიღება;
  • კონსულტაციები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად;
  • სოციალური საკითხების შესახებ (ერთჯერადი დახმარება, ქირა, რემონტი და ა.შ.) კონსულტაციები და განცხადების მიღება/ რეგისტრაცია;
  • უძრავი ქონების შესახებ კონსულტაციის გაწევა და დეკლარაციის მიღება/რეგისტრაცია;
  • დევნილის მოწმობის გაცემა;
  • პრივატიზაციასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • განსახლებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, არსებული შეთავაზებების გაკეთება და განცხადებების მიღება/რეგისტრაცია;
  • ლტოლვილთა, მიგრანტთა და ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მიგრანთტა რეგისტრაცია, მათთვის სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზაში და სათანადო პროგრამებში ჩართვის შეთავაზება.

 

 

 

 

მისამართი:

მოქალაქეთა მისაღები სამმართველო მდებარეობს თბილისში, სამინისტროს შენობის პირველ სართულზე (თამარაშვილის 15ა). სამუშაო საათებია 09:00 – 18:00, შაბათ–კვირის გარდა.


 

 დევნილთა მისაღები ცენტრი ასევე ფუნქციონირებს საქართველოს 2 რეგიონში. გთხოვთ იხილოთ, თუ რომელი მისაღები ცენტრი არის თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.


ზუგდიდი (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო)


ქუთაისი (იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო)