საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ფუნქცია-მოვალეობები

 


 

  • განცხადებების მიღება (ერთჯერად დახმარებებზე, გადამისამართებებზე, სარემონტო სამუშაოების მოთხოვნებზე, დევნილის მოწმობაში მონაცემების ჩასწორებაზე, საცხოვრებელი ფართების მოთხოვნებზე, საცხოვრებელი სახლების ყიდვაზე, კოტეჯების მშენებლობებზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე და ა.შ.)
  • განცხადებებზე რეაგირება (ადგილზე გამოცხადება, სიტუაციაში გარკვევა, პრობლემების ჩანიშვნა და შემდგომში გადაწყვეტა, განცხადებაში მითითებული პრობლემის მოგვარება შესაბამისი ინსტანციების და სამსახურების მეშვეობით)
  • მოქალაქეების მიღება (პრობლემების მოსმენა, გაანალიზება და მათი გადაწყვეტის მიზნით კონსულტაციაების მიცემა)
  • გადახურვითი და სამშენებლო ღონისძიებების კონტროლი (კომპაქტური ობიექტების დათვალიერება, იქ მცხოვრები დევნილების გამოკითხვა მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, პრობლემების ჩანიშვნა და ერთობლივად გადაწყვეტა სამშენებლო კომპანიებთან ერთად)
  • საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა (შეხვედრებზე და ტრენინგებზე მონაწილეობის მიღება, დევნილებში წამოჭრილი პრობლემების მოხსენება და გადაჭრის გზების ძიება)
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობა (მუნიციპალიტეტების გამგეობების რესურსების გამოყენება დევნილების პრობლემების დადებითად გადასაწყვეტად)
  • დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შექმნა მოქალაქეთა მისაღები ცენტრი თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში. მისაღები ცენტრი არის ის ადგილი, სადაც სამინისტროს კვალიფიციური ოპერატორები კომპეტენტურ დახმარებას უწევენ დევნილებს

 


 

 
მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჭითაწყარი, ხუბულავას ქ. 6.
 
ზუგდიდი