საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ცხელი ხაზი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 2008 წლის აგვისტოს თვიდან და საშუალოდ თვეში 5000-მდე ზარს პასუხობს.  ოპერატორების მიერ ხდება 2431100 და 1407 სატელეფონო ნომრებზე შემოსული სატელეფონო მომართვების მიღება, აღრიცხვა, დარეგისტრირება, შესაბამისი კონსულტაცია, შეკითხვებზე პასუხი, და  შესასრულებლად სათანადო მიმართულებით გადამისამართება. მომართვები ძირითადად ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დევნილთა განსახლება, ფულადი და სხვა სახის დახმარებები, ქონება და მიწის საკითხები, დევნილის სტატუსთან და საინფორმაციო ბაზასთან დაკავშირებული პრობლემები, ობიექტზე არსებული კომუნალური პრობლემები, ასევე  ცხელ ხაზზე შემოდის სხვადასხვა შინაარსის კითხვები, რომლებიც გადამისამართდება, როგორც სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სამინისტროს გარეთ, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებში.
სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@mra.gov.ge შემოსული წერილები ფორვარდდება ცხელი ხაზის ფოსტაზე და ხდება მათზე სათანადო რეაგირება, პასუხის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში შესასრულებლად  სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გადამისამართება.

ცხელი ხაზის საშუალებით ხორციელდება მინისტრის მოადგილეებისა და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მიღებების ჩაწერა და საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე ცვლილების შეტანა მოქალაქეთა მიღების გრაფიკში.
2014 წლის თებერვლის თვიდან სამინისტრომ,  ბენეფიციარებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დანერგა ონლაინ კონსულტაციის სერვისი, რომელსაც ემსახურება ცხელი ხაზის ორი ოპერატორი. ეს ნოვაცია სამინისტროს ბენეფიციართათვის მნიშვნელოვნად აიოლებს სამინისტროსთან დაკავშირებას, კითხვების დასმასა და სათანადო ინფორმაციის მიღებას.

ცხელი ხაზის ნომერი:   თბილისიდან:   2 43 11 00, 14 07.
    მობილურიდან:   (022) 2 43 11 00, 14 07.
    რეგიონებიდან:   (032) 2 43 11 00, 14 07.
    უცხოეთიდან:   +(995 32) 2 43 11 00. +(995 32) 14 07
 ელექტრონული ფოსტა:    info@mra.gov.ge