საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მობილურობის ცენტრი

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია საქართველოში 2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივლისამდე ახორციელებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ”საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით” (“მეტი მეტისთვის”).  
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების გრძელვადიანი რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად რიგი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების გატარება, ასევე მოსახლეობის ინფორმირება უკანონო მიგრაციის საფრთხეებისა და საზღვარგარეთ კანონიერი მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ. პროექტის ეს კომპონენტი განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. თანამშრომლობის მთავარი მიზანი იყო საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების ეფექტიანი და მდგრადი სისტემის ფორმირება და მიღებული გამოცდილების საფუძველზე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება/განხორციელების მხარდაჭერა.
პროექტი ითვალისწინებდა IOM-ის 4 მობილურობის ცენტრის შექმნასა და ფუნქციონირებას საქართველოს შემდეგ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი. ცენტრები საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სთავაზობდნენ სარეინტეგრაციო დახმარებას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; სამედიცინო დახმარება; დასაქმების მხარდაჭერა; პროფესიული სწავლების დაფინანსება/თანადაფინანსება; მცირე ბიზნესის დაწყება/განახლებაში დახმარება.  
პროექტის მსვლელობისას სამინისტროსთან ერთად ხდებოდა ბენეფიციართა იდენტიფიკაციის კრიტერიუმების, პირობებისა და პროცედურების, სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებების დაზუსტება/სრულყოფა. შეიქმნა შესაბამისი მეთოდური და საინფორმაციო მასალა, ბენეფიციართა რეგისტრაციის მონაცემთა კომპიუტერული ბაზა. IOM-ის გამოცდილება და მასალები გაზიარებული იქნა სამინისტროს მიერ “საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შემუშავებისას. IOM სამინისტროს დაეხმარა ასევე ადამიანური რესურსების განვითარებაში მიზნობრივი ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზების გზით.
მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ასევე საქართველოს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების სფეროშიც. კერძოდ,  სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობდნენ IOM-ის მობილურობის ცენტრების მიერ გამართულ საიფორმაციო შეხვედრებში, რომლებიც ემსახურებოდა როგორც უკანონო მიგრაციის რისკების, ისე კანონიერი მიგრაციისა და დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების შესაძლებლობების შესახებ მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებას.
IOM აგრძელებს აგრძელებს MRA-სთან მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, ისე ინფორმირებული მიგრაციის   მხარდაჭერის მიმართულებით.
ამჟამად, IOM-ის მობილურობის ცენტრები დაბრუნებულ მიგრანტებს აღარ სთავაზობენ სარეინტეგრაციო დახმარებას. ნაცვლად ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გადაიბარა მობილურობის ცენტრების სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულების განხორციელება.  
IOM-ის მობილურობის ცენტრები ამჟამად ფუნქციონირებენ მიგრანტთა რესურს ცენტრების სახელწოდებით თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში და აგრძელებენ პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას.

IOM-ის მიგრანტთა რესურს ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია:

IOM თბილისის ოფისი
მის.: ქ. თბილისი, თენგიზ აბულაძის 1-ლი ჩიხი, #12
ტელ.: (+995 32) 225 22 16
ელ-ფოსტა: iomtbilisi@iom.int
ვებ-გვერდი: http://iom.ge/1/contact-us


IOM მიგრანტთა რესურს ცენტრი ქ. ბათუმში
მის.: ფარნავაზ მეფის ქ. #63
ტელ.: (+995 422) 22 88 83
IOM მიგრანტთა რესურს ცენტრი ქ. ქუთაისში
მის.: აკაკი წერეთლის ქ. #63
ტელ.: (+995 431) 24 44 43

IOM მიგრანტთა რესურს ცენტრი ქ. თელავში
მის.: ერეკლე მეორის ქ. #8
ტელ.: (+995 350) 27 08 72

ფუნქციონირებას განაგრძობს IOM-ის ცხელი ხაზი: (+995 32) 2 91 34 61


.

 

 

მობილურობის ცენტრის WEB საიტი >>>




დაკავშირებული დოკუმენტები

მობილურობის ცენტრის მომსახურეობა

 

 

 

ინფორმაცია შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ