საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია

დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია

დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია წარმოადგენს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებლად მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულ გრძელვადიანი განსახლების ერთ–ერთ საშუალებას.
პრივატიზაცია არის დევნილი ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი, მათი გრძელვადიანი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით.
პრივატიზაციის პროცესის უფრო სრულყოფის მიზნით 2013 წელს 2 სექტემბერს, გამოიცა მინისტრის 389-ე ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა პრივატიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი ჯგუფის წევრები და შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს თითოეული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხს ინდივიდუალურად.
პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს შემდეგი პროცედურების გავლით, პირველ ეტაპზე ხდება დევნილთა მიერ დაკავებული ფართების იდენტიფიცირება, მესაკუთრის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ ფართები წაროადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დევნილთა სამინისტრო ახორციელებს მიმოწერას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები სამინისტროს, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“, სააგენტოდან თანხმობის მიღების შემდეგ, ხორციელდება ობიექტების აზომვა, დევნილი ოჯახების მიერ დაკავებული ფართების დადგენა, შიდა აზომვითი ნახაზების შედგენა, აღწერა და აღნიშნული ფართის სახელწმიფო საკუთრებაში დარეგისტრირება, დარეგისტრირებულ ფართებში მცხოვრები დევნილთა ოჯახების აღწერა და მათი სურვილის დადგენა, სურთ თუ არა პრივატიზირება და თუ სურთ რა შემადგენლობით. შემდგომი ეტაპია,  სამინისტროში მინისტრის ბრძანებით შექმნილ კომისიაზე საკუთრებაში გადასაცემი ფართების ინდივიდუალური განხილვა. კომისიაზე განხილვის შემდგომ დევნილთა საკუთრებაში გადასაცემ ფართებზე სამინისტრო  შუამდგომლობით მიმართვას საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს დევნილთა მიერ დკავებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა.
დევნილთა მიერ დაკავებული ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელობას აძლევს დევნილებს თავისუფლათ განკარგონ მათ საკუთრებაში არსებული ფართები (ყიდვა, გაყიდვა, გაქირავეა, დაგირავება და ა.შ.).

2013 წლის სტატისტიკა >>>