საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

რეაბიტირებული და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლება


2013 წლიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გაცემა ხდება სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შექმნილი კრიტერიუმების და პროცედურების შესაბამისად. რომელიც დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
2013 წლის 9 აგვისტოს №320-ე ბრძანებით.
მინისტრის 320-ე ბრძანებით განსაზღვრულია, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები და კრიტერიუმები.
სამინისტრომ 2013 წლის აგვისტოდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ საცხოვრებელი ფართის მისაღებად განაცხადი შემოაიტანა 13 041 დევნილმა ოჯახმა.
რეგიონალურ ჭრილში ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

  • ქ.თბილისი - 6 740 განაცხადი.
  • სამეგრელო-ზემოსვანეთი, აჭარა - 3000 განაცხადი.
  • იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2230 განაცხადი.
  • ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთი და კახეთი - 948 განაცხადი.
  • შიდა ქართლი,  სამცხე-ჯავახეთი - 123 განაცხადი.

დღეის მდგომარეობით სამინისტროს მიერ განხილული და შეფასებულია 10 500 განაცხადი. 2541 განაცადი არის განხილვისა და მოკვლევის  პროცესში.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით  უზრუნველყოფილი იქნა 1353 დევნილი ოჯახი.

რეაბილიტირებული ობიექტები >>>