საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვა და დევნილებისთვის გადაცემა

 

2013 წლიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაიწყო კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა განსახლების ობიექტების გამოსყიდვა მესაკუთრეებისაგან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხდება დევნილთა იმ განსახლების ობიექტების შეძენა, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და საცხოვრებელი პირობები აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს და დევნილებს აქვთ სურვილი ამ ობიეტებში გადაეცეთ საკუთრება და გააგრძელონ იქ ცხოვრება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დევნილთა მომართვის საფუძველზე მოხდა დევნილთა ხუთი განსახლების ობიექტის შეძენა, სადაც განსახლებული იყო 202 დევნილი ოჯახი.

გამოსყიდული ობიექტები >>>