საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობა

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

დეპარტამენტი წარმართავს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და მექანიზმებს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით   შეიმუშავებს სხვადასხვა პროექტს და უზრუნველყოფს მათ ორგანიზებას და განხორციელებას. ამზადებს სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ანგარიშს. კოორდინაციას უწევს სამინისტროს საგარეო ურთიერთობების განვითარებას.

წარმართავს და კოორდინაციას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს. მონაწილეობს სამინისტროში გასახორციელებელი პროექტების განხილვასა და მომზადებაში. კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში უზრუნველყოფს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს საინფორმაციო და ანალიტიკური მასალით. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მემორანდუმის პროექტებს. ამზადებს და მართავს სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების და  მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალებს