საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

დევნილთა 2013 წლის რეგისტრაცია

 დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოში

2013 წელი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, გამოცემული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის N794 განკარგულების საფუძველზე, 2013 წლის 1 აგვისტოს დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც დასრულდა 2013 წლის 27 დეკემბერს.

დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების საჭიროება გამოწვეულ იქნა იმ მიზეზთა გამო, რომ 2007 წლის შემდეგ სამინისტროს მიერ არ ჩატარებულა მსგავი მასშტაბური ღონისძიება, რაც მოიცავს დევნილთა კომპლექსურ აღრიცხვას მათი ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მანამდე სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის განახლებას.

აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული სახეზე იყო დევნილთა საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. განვლილ წლებში ძირითადად ფოკუსირება ხდებოდა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებზე და შეზღუდული იყო ინფორმაცია კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაზე, არ იყო ზუსტი ინფორმაცია დევნილი ოჯახების და მათი რაოდენობის შესახებ, რადგან წლების განმავლობაში იქმნებოდა ახალი ოჯახები და ხდებოდა ცვლილება ოჯახის შემადგენლობებში, ასევე სახელმწიფო არ ფლობდა ზუსტ და სრულ ინფორმაციას იმ პირებზე, რომლებიც გარდაიცვალნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს საზღვრებს გარეთ.

შესწავლას და იდენტიფიცირებას საჭიროებდნენ ის პირები, რომლებსაც ოთხომცდაათიანი წლებიდან მოყოლებული მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი კანონის დარღვევით, ასევე არსებობდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დონის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა დევნილების ყალბი დოკუმენტებით კარუსელების მოწყობას. შესწავლას საჭიროებდა დევნილთა სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა მათი სხვადასხვა სოციალური სტატუსის და საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით.

კორექტირებას და განახლებას საჭიროებდა დევნილთა მონაცემთა ბაზა და მასში არსებული ინფორმაცია, სადაც ხშირი იყო უზუსტობა მისამართებში, განახლებას საჭიროებდა დევნილთა პირადი ინფორმაცია.

 

ყველა ზემოთხსენებულ მიზეზთა გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. დევნილი ოჯახების და მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა;
  2. დევნილთა ფაქტიური მისამართების დადგენა;
  3. დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება;
  4. დევნილთა სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა;
  5. დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის განახლება და ახალი ინფორმაციის ფორმირება;
  6. დევნილთა პრიორიტიზირება მიზნობრივი დახმარების მიზნით;
  7. კანონის დარღვევით მიღებულ დევნილის სტატუსის პირთა იდენტიფიცირება.

 

რეგისტრაციის პროცესი

რეგისტრაციის პროცესის ეფექტური წარმართვისა და კოორდინირებისათვის, სამინისტროში შეიქმნა რეგისტრაციის მმართვის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 6 პირისაგან: პროექტის მენეჯერი და 5 თანაშემწე.

დევნილთა რეგისტრაციას მუნიციპალიტეტების მიხედვით ახორციელებდა მინისტრის ბრძანებით შექმნილი 12 სარეგისტრაციო კომისია:

8 ე.წ.დიდი კომისია, რომელიც შედგებოდა 10 წევრისაგან და 4 ე.წ. მცირე კომისია, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.

ყოველ სარეგისტრაციო კომისიას მართავდნენ კომისიის ხელმძღვანელები, რომლებიც დაკომპლექტებული იყვნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებით, ხოლო სულ რეგისტრაციას ახორციელებდა 116 პირი

რეგისტრაცია ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში, სულ სარეგისტრაციო კომისიები იმყოფებოდნენ და აწარმოებდნენ რეგისტრაციას 58 მუნიციპალიტეტში, ასევე სარეგისტრაციო კომისიების მიერ ხორციელდებოდა ვიზიტები:

  • საცხოვრებელ სახლებში ( სულ 3414 ოჯახში)
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ( სულ 13 დაწესებულება )
  • სამედიცინო დაწესებულებებში (სულ 8 დაწესებულება)

სადაც არეგისტრირებდნენ დევნილებს, რომლებსაც არ შეეძლოთ გამოცხადება სარეგისტრაციო პუნქტებში.

სარეგისტრაციო კომისიების მიერ სულ იდენტიფიცირებულ იქნა 350 გარდაცვლილი პირი, ასევე კომისიების მიერ გამოვლენილ იქნა 2891 პირი, რომლებსაც შესაძლებელია დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონოდათ კანონის დარღვევით, აღნიშნული პირებიდან 400 მდე ადამიანმა თვითონვე განაცხადა, რომ ის უკანონოდ ფლობდა დევნილის სტატუს წლების განმავლობაში, ხოლო დანარჩენ პირებზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობის სრულყოფილად შესწავლის მიზნით.

 შემუშავებულ იქნა ახალი დევნილის მოწმობის ფორმა. მოწმობა დამზადდა პლასტიკურ ბარათზე, რომელიც გაცილებით დაცული და ხარისხიანია წინამორბედთან (ქაღალდზე ლამინირებული) შედარებით.დევნილის მოწმობების დარიგება მიმდინარეობს “ლიბერთი ბანკი”-ს სერვის ცენტრების და ფილიალების საშუალებით, დევნილის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით.

მთლიანობაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა მოწესრიგებულად ექცესებისა და გართულებების გარეშე, საწყის ეტაპზე იყო უმნიშვნელო შეფერხებები სარეგისტრაციო კომისიებში, რაც ძირითადად გამოწვეული იყო სხვადასხვა ტექნიკური საკითხებით და რომლებიც სწრაფადვე იქნა დარეგულირებული.

 

დევნილთა რაოდენობა

რეგისტრაციის დაწყების დროს 01.08.2013 სულ რეგისტრირებული იყო 271 832 დევნილი.

რეგისტრაციის პერიოდში (01.08.2013-დან 01.01.2014-მდე) რეგისტრაცია გაიარა 246 974 დევნილმა.

შენიშვნა: 246 974 რეგისტრაცია გავლილ დევნილთა შორის, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 1 იანვრამდე გარდაიცვალა (შეუწყდა სტატუსი) 269 დევნილი, ხოლო სხვადასხვა მიზეზთა გამო სტატუსი შეუწყდა 99 დევნილს.

 

ასაკობრივი სტატისტიკა

 

რეგისტრირებულ აქტიურ დევნილთა შორის, რეგისტრაცია გაიარა:

 

66 974 არასრულწლოვანმა.

179 632 სრულწლოვანმა.

 

სულ მამრობითი სქესი 46%, ხოლო მდედრობითი 54 %

სქესი

6
წლამდე

6_11
წლამდე

11_18
წლამდე

18_60
წლამდე

60 წლის
და მეტი

სულ

მამრობითი

13067

9137

12550

61855

16928

113537

მდედრობითი

12275

8381

11564

74270

26579

133069

სულ:

25342

17518

24114

136125

43507

246606

%

 10.28  7.10  9.78  55.20  17.64