საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფა

 

2013 წლიდან სამინისტროს ინიციატივით დაიწყო უკიდურესად გაჭირვებულ და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარების პროგრამა, რაც გამოწვეული იყო ასობით დევნილი ოჯახის თხოვნით აღნიშნული სახის დახმარების გაწევაზე. დღეისათვის აღნიშნულ პროგრამიდან ფულადი დახმარება ეძლევა 191 დევნილ ოჯახს, ხოლო დღემდე აღნიშნული პროგრამის ხარჯების ჯამმა შეადგინა 167 000 ლარი.