საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

კანონი დევნილთა შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონი

2014 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონი.
ახალი კანონის მიღების აუციებლობა გამოწვეული იყო სხვადასხვა გარემოებებით. კერძოდ, მარტამდე მოქმედი კანონი არ ასახავდა დევნილებთან მიმართებაში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას, აღარ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ახალი კანონის ძირითადი სიახლეები არის შემდეგი:

  • 2014 წლის პირველი მარტიდან ყველა დევნილი მიიღებს მნიშვნელოვნად გაზრდილ დევნილის შემწეობას ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობით.
  • გაუქმდა დევნილთა კომპაქტური და კერძო დანსახლების ობიექტის ცნება და ყველა დევნილი მიიღებს თანაბარი რაოდენობის დევნილის შემწეობას.
  • დევნილი სრულად არის დაცული მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისაგნ.
  • დევნილს აღარ შეუწყდება დევნილის შემწეობის დარიცხვა საქართველოს საზღვრებს გარეთ ორ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში, თუ ეს გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან და აღნიშნულის თაობაზე დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს.
  • გამარტივდა დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა, კერძოდ გაუქმდა ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებდა დევნილის სტატუსის მაძიებლის სტატუსის მინიჭებას.
  • განისაზღვრა ოჯახის ცნება, რითაც დაცული იქნება ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება.
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავი ქონების რესტიტუციის უფლება და მისი მემკვიდრეობით გადაცემა.