საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

დევნილი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლებისა და ბინების შეძენა

 
2013 წლიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაიწყო სოფლად სახლების შეძენის პროგრამა, რომლის პილოტირებამაც მის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია  დევნილი ოჯახების მხრიდან. ვინაიდან მოთხოვნა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე მკვეთრად გაიზარდა, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი დევნილი ოჯახების შერჩევა დარეგულირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 320-ე ბრძანებით.
2013 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეძენილი იქნა 30 სახლი დევნილი ოჯახებისათვის.
აღნიშნული პროგრამის დაფინანსება 2014 წელს რამოდენიმეჯერ გაიზარდა 2013 წელთან შედარებით და 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი გახდა.

შესყიდული სახლები რეგიონების მიხედვით >>>