საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

სტიქიით დაზარალებულები

სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლება


 
2013 წლის 13 ნოემბერს მინისტრის # 779 ბრძანებით შეიქმნა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია.

2014 წლის 20 იანვრიდან 21 თებერვლამდე სამინისტრომ გამოაცხადა განსახლების მსურველი ოჯახებისგან განაცხადების მიღების ვადა. შემოსულია 210 განაცხადი, რომელთა შესწავლა და შესაბამისი სარეიტინგო ქულების მინიჭება დასრულების ფაზაშია. აპრილის ბოლომდე მინისტრის 13.11.2013 წლის N 779 ბრძანების შესაბამისად განისაზღვრება ის ბენეფიციარი ოჯახები, რომელთაც გადაეცემათ 2013 წელს სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შესყიდული 33 სახლი.

მინისტრის 2013 წლის 6 ივნისის #123 ბრძანებით სამინისტროში შეიქმნა კომისიარომლის წევრებიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არიან; გაეროს პროექტის მენეჯერი, დანიის ლტოლვილთა საბჭო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტის ,, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ“. ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა უფლებებს, მათი სამართლებრივი, ეკონომიკური დაცვის გარანტიებს.

2014 წელს სამინისტრომ და ,,შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო“-ს შორის ხელმი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 2014-2015 წლებში 550000 შვეიცარიული ფრანკის ფარგლებში   44 საცხოვრებელი სახლის შესყიდვას როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებული ასევე 5 დევნილი ოჯახისთვის.

სამინისტრო, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მიმდინარე წელს გეგმავს, 30 მდე სახლის შესყიდვას სტიქიით დაზარალებულთათვის.

დაწყებულია მუშაობა სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების ამსახველი ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.