საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ხშირად დასმული კითხვები სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების შესახებ

 


 კითხვა: რა შემთხვევაში ეხმარება სამინისტრო სტიქიით დაზარალებულებს?
პასუხი:  სამინისტრო  ოჯახს ეხმარება მაშინ, თუ ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად დაირღვა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე შეექმნა ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების მოულოდნელი ან პროგრესულად მზარდი საფრთხის გამო საფრთხე შეექმნება პირის ან პირთა ჯგუფის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ქონებას, დაზარალდა მოსახლ
ეობა და დაზიანდა ბუნებრივი გარემო, რაც შეუძლებელს ხდის მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე განსახლებას. აღნიშნულის შესახებ  კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე დგება ოჯახის განსახლების საკითხი სხვა მუნიციპალიტეტში.

კითხვა: რა სახის დახმარებების გაწევა შეუძლია სამინისტროს?
პასუხი: სამინისტრო ბენეფიციარს თავაზობს ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს.

კითხვა: გასცემს თუ არა სამინისტრო ფინანასურ დახმარება?
პასუხი: სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების კუთხით, სამინისტროს ბიუჯეტში თანხები არ არის გათვალისწინებული.

კითხვა: მაქვს ნანახი გასაყიდი სახლი, როდის მოახდენს სამინისტრო ამ სახლის შეძენას?
პასუხი: სამინისტრო სტიქიით დაზარალებული ოჯახების მუდმივი განსახლებისთვის საბინაო ფონდს ქმნის ნაკლებად სტიქიუირად საშიშ რეგიონებში. რის შემდგომ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, კენჭისყრით  ხდება მათი განაწილება ბენეფიციარი ოჯახებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარ უცნობია ვინ რომელი სახლით დაკმაყოფილდება.
 

კითხვა: როდის გამოცხადდება სახლით დაკმაყოფილებაზე განაცხადების მიღება?
პასუხი: სახლით დაკმაყოფილებაზე განაცხადების მიღების ვადა და ადგილი მინიმუმ 2 კვირით ადრე გამოცხადდება მედია საშუალებებით ასევე წერილობით ეცნობება ყველა იმ ადამიანს რომელმაც განცხადებით მომართა სამინისტროს.

კითხვა: როდის დაკანონდება უკვე გადაცემული სახლები?
პასუხი: ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტრო მუშაობს როგორც ადგილობრივ უფლებადამცველ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება როგორც უცხოური გამოცდილება  ასევე ადგილობრივი სპეციფიკა.

კითხვა: გამოგვიყობთ თუ არა უკვე ჩასახლებულ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთებს?
პასუხი: საცხოვრებლად გადაცემულ სახლებს ყველას აქვს საკარმიდამო და ხშირ შემთხვევაში დამატებითი მიწის ნაკვეთი. ამის გარდა კიდევ დამატებითი მიწის ფართის გამოყოფა სცილდება ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას, მაგრამ რეგულირდება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.

კითხვა: ახდენს თუ არა სამინისტრო დაზარალების ადგილებში დაზიანებული  საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას?
პასუხი: შემუშავებული კანონპროექტით სტიქიით დაზარალებული სახლების აღდგენა სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.

კითხვა: დაგვეხმარებით თუ არა ჩასახლების მუნიციპალიტეტებში წყლის, გზისა და სხვა საკომუნიაციო პრობლემების მოგვარებაში?
პასუხი:, სამინისტრო მზადაა დააყენოს შუამდგომლობა ყველა კონკრეტულ სახელისუფლო თუ არასახელისუფლო უწყებაში  აღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტად.

კითხვა: ახორციელებს თუ არა სამინისტრო ჩასახლებული სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალური პრობლემების მოგვარებას(მაგ: დასაქმება, სოც. დახმარება, დაზღვევა, მიწის ვაუჩერების დარიგება)?
პასუხი: ყველა ჩასახლებულ ოჯახს საშვალება აქვს დარეგისტრირდეს მათთვის გადაცემულ სახლში და ისარგებლოს ყველა იმ შეღავათითა თუ დახმარებით, რაც ხორციელდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.



X
X
X
X