საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ხშირად დასმული კითხვები მიგრაციის შესახებ

მობილურობის ცენტრში ხშირად დასმული კითხვები

ვარ დაბრუნებული მიგრანტი. თქვენგან რა სახის დახმარების მიღება შემიძლია?

სამინისტრო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ბინის ქირის დაფინანსება 3-4 თვით, სამედიცინო დახმარება (მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში), პროფესიული სწავლების დაფინანსება ან თანადაფინანსება, მცირე ბიზნეს გრანტი კონკურსის საფუძველზე, ასევე ინფორმაციის მიღება საქართველოში არსებული სოციალური დახმარებების, სამედიცინო დაზღვევის და სხვა სერვისების შესახებ.

ბიზნესის რომელი სფეროები ფინანსდება და რამდენია ბიზნეს გრანტი?

მთავარია ბიზნეს იდეა იყოს რეალური და კონკურენტუნარიანი. გაგაჩნდეთ ბიზნესის წარმოების უნარები და გარკვეული წინაპირობები. სფეროები წინასწარ დადგენილი და შემოსაზღვრული არ არის. ბიზნეს გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 3 000 ლარი. აუცილებელია თანადაფინანსება ბენეფიციარის მხრიდანაც.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩავერთო პროექტში?

პროექტში მონაწილება შეგიძლიათ, თუ აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს: ხართ საქართველოს მოქალაქე, საზღვარგარეთ იმყოფებოდით არალეგალურად ან იყავით თავშესაფრის მაძიებელი, საზღვარგარეთ ცხოვრობდით 1 წელი ან მეტი პერიოდი, საქართველოში დაბრუნებული ხართ პროექტში რეგისტრაციამდე არაუმეტეს 6 თვისა.

თქვენ ვერ მოხვდებით პროექტში, თუ საზღვარგარეთ იყავით ლეგალურად სასწავლო პროგრამით ან სამუშაო კონტრაქტით, ან უკვე მიიღეთ დახმარება IOM-ის ან სხვა სარეინტეგრაციო პროგრამის ფარგლებში.
 
შეგიძლიათ თუ არა დამეხმაროთ დასაქმებაში?
 
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (ჩV, სამოტივაციო წერილი და სხვა) მომზადებაში დახმარება, ასევე უფასო ტრენინგის გავლა სამუშაოს ძებნის საკითხებზე, პროფესიული მომზადება/გადამზადების დაფინანსება ან თანადაფინანსება, დასაქმების პორტალზე რეგისტრაციაში დახმარება და ა.შ.  

თქვენი პროექტის ფარგლებში დამიფინანსდება თუ არა ექიმთან კონსულტაცია, გამოკვლევები, ანალიზები და მკურნალობა?

თუ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლებელია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და ექიმის დიაგნოზით (ფორმა #100) დაავადება არის სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიში და გადაუდებლად აუცილებელია მკურნალობა, პროექტის ფარგლებში შესაძლებელია სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინასება გარკვეული ლიმიტის ფარგლებში.

დააფინანსებთ თუ არა უნივერსიტეტში სწავლას?

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი (რამდენიმე თვიანი) სასწავლო კურსის დაფინანსება. შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა ამ პროექტით შეუძლებელია.

რა სახის სასწავლო კურსს დააფინანსებთ და რა შემთხვევაში?

პროფესიული სწავლა დაფინანსდება იმ პროფესიებისა და სპეციალობების მიხედვით, რაზეც არის შრომის ბაზრის მოთხოვნა და მისი ცოდნა ხელს შეგიწყობთ სამომავლო დასაქმებაში.

ჩემს მცირეწლოვან შვილებს თუ დაეხმარებით რამით?

აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები პროფესიული სწავლების, დასაქმებისა თუ ბიზნესის სფეროებში შეიძლება იყვნენ მხოლოდ ზრდასრული მოქალაქეები. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მცირეწლოვან ბავშვზე შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ სამედიცინო დახმარება პროექტით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

საქართველოში იძულებით დაბრუნებისას თუ დამხვდება ვინმე აეროპორტში?

პროექტი ითვალისწინებს დაბრუნებული მიგრანტის დახვედრასა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის საემიგრაციო სამსახურიდან არსებობს შეტყობინება, რომ ბენეფიციარს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად ტრანსპორტირება.

ინფორმაცია პოტენციური მიგრანტებისთვის

საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს და რა პროცედურებია გასავლელი წარმატების მისაღწევად?

საზღვარგარეთ კანონიერი დასაქმებისათვის, უპირველესად, უნდა განსაზღვროთ თქვენი შესაძლებლობები (მოთხოვნადი პროფესია, კვალიფიკაცია, ენის ცოდნა და ა.შ.), მოიპოვოთ ვაკანსია (მაგ. ინტერნეტის საშუალებით http://www.informedmigration.ge/index.php?job_portal) , ან შუამავლების მეშვეობით. დამსაქმებელთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დამსაქმებელი თქვენთვის იღებს მუშაობის ნებართვას თავისი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო უწყებაში. მუშაობის ნებართვა არის ის აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც თქვენ უფლებას გაძლევთ, გააკეთოთ განაცხადი სამუშაო ვიზის მიღებაზე., რაც არის ერთადერთი საშუალება უცხო ქვეყანაში კანონიერი მუშაობისათვის იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს.
საშუამავლო საქმიანობის საიმედოობისა და უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ვებ გვერდიდან:
www.informedmigration.ge
ან დარეკეთ: 291 34 61     სამუშაო Dდღეებში 9:00 – 17:00
გისურვებთ წარმატებას.

როგორ მივიღოთ შენგენის ვიზა?

შენგენის ხელშეკრულება - არის შეთანხმება „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“, რომელსაც თავდაპირველად ხელი მოეწერა 1985 წელს და ძალაში შევიდა 1995 წლის 26 მარტს.

ამჟამად ვიზების ეს სისტემა მოქმედებს ფაქტიურად 26 ქვეყანაში: ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, საბერძნეთი, დანია, გერმანია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ნიდერლანდი, ნორვეგია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკია, სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია და ესტონეთი. ყველა ეს ქვეყანა ერთად შენგენის ზონას ქმნის.

შენგენის სივრცის ვიზების მიღების ზოგადი წესები შემდეგია: საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, შევიდნენ და გადაადგილდნენ შენგენის სივრცის ტერიტორიაზე, მაქსიმუმ 90 დღით ნახევარი წლის განმავლობაში, თუ აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი და  გააჩნით ვიზა;
  • შეუძლიათ დაასაბუთონ მგზავრობის მიზანი და მოგზაურობისათვის საკმარისი სახსრების ფლობა;
  • ვიზის მისაღებად განაცხადი უნდა წარადგინონ იმ ქვეყნის საელჩოში, რომელშიც დაგეგმილია ვიზიტი, ხოლო  თუ ვიზიტი მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას, მაშინ განაცხადი უნდა წარადგინონ იმ ქვეყნის საელჩოში, სადაც ყველაზე ხანგრძლივად აპირებენ დარჩენას;
  • გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან უარის თაობაზე მხოლოდ საკონსულოს თანამშრომელი იღებს;
  • უფლება გაქვთ, მოითხოვოთ უარის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა;
  • მოკლევადიანი შენგენის ვიზა არ იძლევა შენგენის ქვეყნებში მუშაობის უფლებას.

ოფიციალური ინფორმაციისთვის მიმართეთ იმ ქვეყნის საელჩოს/საკონსულოს, სადაც პირველად გეგმავთ ჩასვლას.
ინფორმაცია მოიპოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე:
www.mfa.gov.ge ასევე www.informedmigration.ge
მეტი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:
291 34 61 სამუშაო Dდღეებში 9:00 – 17:00

რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ არ გვეთქვს უარი შენგენის ვიზის მიღებაზე?

შენგენის და ზოგადად, ვიზის მისაღებად, თქვენ უნდა დაარწმუნოთ საკონსულოს ოფიცერი იმაში, რომ ვიზის ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდებით სამშობლოში. ამაში მისი დარწმუნება ხდება თქვენს მიერ წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც ამტკიცებენ თქვენ მჭიდრო კავშირებს სამშობლოსთან. მაგალითად: ცნობა სწავლის შესახებ; ცნობა სამსახურიდან (თანაც რაც უფრო პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია სამუშაო, შანსი მეტი გაქვთ); ცნობა ოჯახის შესახებ (ქმარი, შვილები, მშობლები): თქვენი შემოსავლების (მაგ. კერძო ბიზნესი) დამადასტურებელი ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან, საბანკო ანგარიშები და ა.შ.

როგორ გავემგზავროთ სამკურნალოდ უცხოეთში?

სამკურნალოდ გამგზავრება შესაძლებელია თითქმის ყველა ქვეყანაში, თუმცა წესები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა არსებობს ზოგადი წესები სამკურნალოდ გამგზავრებისათვის, კერძოდ, უნდა გქონდეთ მოწვევა კლინიკიდან, ხარჯების დაფარვის ცნობა, სამედიცინო დასკვნა. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ქვეყნის საელჩოს.

რა წესებია თურქეთში დასაქმებისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში  უვიზოდ შედიან და აქვტ უფლება იმყოფებოდნენ 90 დღე 180 დღის განმავლობაში,  თურქეთში ყოფნის დროს მათ არა აქვთ მუშაობის უფლება. კანონიერი მუშაობის უფლებას ანიჭებს მათ სამუშაო ვიზა, რომლის მისაღებად თურქეთში მუშაობის მსურველმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:

  • უპირველესად, უნდა მოიძებნოს დამსაქმებელი თქვენს მიერ,  ან ინტერნეტის საშუალებით (ჰტტპ://წწწ.ინფორმედმიგრატიონ.გე/ინდეხ.პჰპ?ჯობ_პორტალ) , ან შუამავლების მეშვეობით.
  • პირადად უნდა მიმართოთ თურქეთის საელჩოს თბილისში ან თურქეთის საკონსულოს ბათუმში, მუშაობის ნებართვის და სამუშაო ვიზის მისაღებად და წარადგინოთ თქვენი პასპორტი, სავიზო განაცხადის შევსებული ფორმა და წერილი თქვენი დამსაქმებლისგან;
  • თავის მხრივ, თქვენი დამსაქმებელი წარადგენს სხვა დოკუმენტებს თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თქვენთვის მუშაობის ნებართვის მისაღებად.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც თურქეთში მუშაობა სურთ შინამოსამსახურეებად, ძიძებად და ავადმყოფის მომვლელებად, განცხადება უნდა შეიტანონ თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო ნებართვის მისაღებად ქვეყნიდან გაუსცლელად. თურქეთში ბინადრობის უფლების მისაღების პროცესში ეს პროცედურა დაჩქარდება და მათ დახმარება გაეწევათ.

თურქეთში სამუშაო ვიზით ჩასვლის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა, სრულად არის დაცული თქვენი უფლებები, მათ შორის სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.csgb.gov.tr

კანადაში დამკვიდრების და დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს?

კანადის საელჩოს ვებგვერდზე მოთავსებული ინფორმაციით  შეგიძლიათ გაეცნოთ კანადის საიმიგრაციო პროგრამებს კვალიფიცირებული მუშაკებისათვის.  
იხილეთ : http://www.canadainternational.gc.ca/turkey-turquie/visas/index.aspx?lang=eng&menu_id=3

შესაძლებელია კანადაში ლეგალური დასაქმების გზით დამკვიდრება. მაგრამ უნდა  ვიცოდეთ, რომ საზღვარგარეთ, მათ შორის კანადაში, ლეგალური დასაქმების მეტი შანსი აქვთ მაღალი კვალიფიკაციის, ენის კარგად მცოდნე სპეციალისტებს. უპირველესად, უნდა გაარკვიოთ, არის თუ არა მოთხოვნა თქვენს სპეციალობაზე. ამისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს:

http://www.informedmigration.ge/index.php?opportunities

მეტი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:
2 91 34 61 სამუშაო Dდღეებში 9:00 – 17:00

როგორ მივიღოთ განათლება ევროკავშირის ქვეყნებში?

საყურადღებოა, რომ ბევრი ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს სხვადასხვა ტიპის სასწავლო - სამეცნიერო სტიპენდიებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, კველევითი - სამეცნიერო მუშაობის, ენის შემსწავლელი კურსებისა (სტუდენტებისათვის) და სტაჟირებისათვის.
სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვებს შესაძლებელია

  • დანიშნულების ქვეყნის საელჩოს კულტურის განყოფილებაში;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე:  www.mes.gov.ge.

სასწავლო ვიზის მიღების წესები

განაცხადის შეტანისას გრძელვადიანი ვიზის მისაღებად შენგენის ქვეყნებში   სწავლის მიზნით საჭიროა  შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორიგინალის სახით და თითოეულის 3 ასლი):

  • სასწავლებელში ან უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის ცნობა სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად;
  • ვიზის მთხოვნელის განათლების დამადასტურებელი საბუთები:
  • საცხოვრებელი ადგილის და  ფინანსური გარანტიები; დაზღვევა;
  • 3 ფოტოსურათი;
  • 3 გრძელვადიანი ვიზის ანკეტა (სწორად და ბოლომდე შევსებული);
  •  სავიზო მოსაკრებელი.

სტუდენტი სასწავლო ვიზის მისაღებად განაცხადს პირადად აკეთებს დანიშნულების ქვეყნის საელჩოში/საკონსულოში.
აუცილებლად შეამოწმეთ თქვენთვის საინტერესო უნივერსიტეტის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონი.

  • დარეკეთ დანიშნულების ქვეყნის საელჩოში და გაარკვიეთ, არის თუ არა თქვენთვის საინტერესო სასწავლო დაწესებულება რეგისტრირებული.

როგორია ძიძების პროგრამაში მონაწილეობის პირობები და რომელ ქვეყნებშია ეს პროგრამა ჩვენთვის ხელმისაწვდომი?

Au-Pair არის ახალგაზრდისათვის უცხო ქვეყნის კულტურისა და ენის შესწავლის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა საქართველოს ახალგაზრდებს ეძლევათ გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, სკანდინავიის რიგ ქვეყნებში.
Au-Pair პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობებია:

  • წლოვანება 18- დან 29 წლის ჩათვლით:

გერმანია  18-24 წელი
ავსტრია  18-26 წელი
საფრანგეთი  18-29 წელი
ნიდერლანდები  18-25 წელი.

  • უნდა იყოთ დაუქორწინებელი და უშვილო;
  • უცხო ენის ცოდნა დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით, გერმანიაში და ავსტრიაში - გერმანული ენა, საფრანგეთში - ფრანგული ენა, ნიდერლანდებში - ინგლისური ენა.
  • უნდა გქონდეთ საოჯახო საქმეების და ბავშვების მოვლის გამოცდილება, სიყვარული და მათთან დროის გატარების სურვილი (გამოცდილების ქონა ამ მხრივ მისასალმებელია);
  • დაინტერესებული უნდა იყოთ იმ ქვეყნის კულტურის და ტრადიციების გაცნობით, ენის შესწავლით, რომელ ქვეყანაშიც აპირებთ გამგზავრებას.
  • უნდა იყოთ მზად 6-12 თვით უცხო ოჯახში ინტეგრაციისათვის, რაც ნიშნავს მიიღო ამ ოჯახის ცხოვრების წესი.

პროგრამის მონაწილეები იღებენ Au-pairis ვიზას შესაბამისი ქვეყნის საელჩოში.
მეტი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 2 91 34 61  სამუშაო Dდღეებში 9:00 – 17:00

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება აშშ სავიზო ლატარეაში?

ყოველწლიური საიმიგრაციო ლატარეა, ე.წ. “მწვანე ბარათის” გათამაშება აშშ-ში 1990 წლიდან დაიწყო, ყოველწლიურად თამაშდება 50 000 “მწვანე ბარათი” – ქვეყანაში ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ლატარეაში მონაწილეობა შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს ოჯახთან ერთად, თუ მისი წარმოშობის ქვეყანა ჩართულია საიმიგრაციო ვიზის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების სიაში.
მონაწილეობის მიღების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. განმცხადებლებმა უნდა წარადგინონ საიმიგრაციო ვიზის განაცხადის ფორმის ელექტრონული ვერსია; ეს ფორმა შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ შემდეგ ვებ გვერდზე: www.dvlottery.state.gov (ქართულ ენაზე http://georgia.usembassy.gov/dv.html)
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არანაირი გადასახადი არ არის დაწესებული.  სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად მოუწოდებს ყველა განმცხადებელს შეავსოს განაცხადი “ვიზის კონსულტანტების”, “სავიზო აგენტების” და სხვა დამხმარე პირების გარეშე. აშშ მთავრობა აცხადებს, რომ მთლიანად განმცხადებელზეა დამოკიდებული გამოიყენოს თუ არა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის ფორმების მომზადებისას გარეშე შუამავლებისა და სხვა პირების დახმარება.
დამატებითი ინფორმაცია მიიღეთ ვებ გვერდზე:  www.dvlottery.state.gov

რა წესები არსებობს საზღვარგარეთ მუდმივი ბინადრობის სტატუსის მისაღებად?  

უპირველესად ეს არის კვალიფიციურ სპეციალისტთა პროგრამები.

დამოუკიდებელი პროფესიული (კვალიფიცირებული სპეციალისტის) პროგრამები გააჩნია ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას, დიდ ბრიტანეთს.

პროგრამის მიზანია: დანიშნულების ქვეყნებში კვალიფიცირებული მუშახელის მიზიდვა.

კანდიდატთა შერჩევის ძირითადი პრინციპი: მიკუთვნებული ქულების მიხედვით. ყველა ქვეყანას საკუთარი შერჩევის საკუთარი კრიტერიუმრბი გააჩნია, მაგრამ შერჩევის დროს ყველგანაა გათვალისწინებული: კანდიდატის ასაკი, განათლების დონე, მოთხოვნა მის სპეციალობაზე, სამუშაო გამოცდილება, სახელმწიფო ენის ცოდნა და ა.შ.

ძირითად განმცხადებელთან ერთად ემოგრაციას ექვემდებარებიან მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები.

საიმიგრაციო პროცესის შედეგი: რეზიდენტის ვიზა (ანუ ცხოვრების უფლება). მოცემული სტატუსი  იძლევა ქვეყანაში ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, შემდგომში (კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე) მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.informedmigration.ge