საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრი

თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის, რომლებმაც საკუთარ სახლ-კარი მიატოვეს და თავის გადასარჩენად უცხო ქვეყანას მიაშურეს, უპირველეს საზრუნავს საცხოვრებელი წარმოადგენს - უსაფრთხო ჭერი მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უმთავრესი საჭიროებაა. საქართველო თავშესაფრის მაძიებელ პირებს უზრუნველყოფს დროებითი განთავსებით, სპეციალურად ამ მიზნით არსებულ ცენტრში, რომელიც სოფელ მარტყოფში მდებარეობს.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის პირველი კორპუსი, რომელიც 60 ადამიანზეა გათვლილი, 2010 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული კორპუსი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა.
2016 წლის თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის მეორე კორპუსმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) ხელმძღვანელობით აშენდა. მიმღები ცენტრის მეორე კორპუსი გათვლილია 72 ადამიანზე.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ორივე კორპუსი უზრუნველყოფილია დაცვის პოლიციის მომსახურებით და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ფუნქციონირებს ვიდეო-მონიტორინგის სისტემა. ცენტრში გამოყოფილია ქალთა, მამაკაცთა და ოჯახების განთავსების ბლოკები. თითოეულ ბლოკში ფუნქციონირებს სამზარეულო, სამრეცხაო, მოსასვენებელი ოთახები და სველი წერტილები, ასევე, საერთო ინტერნეტ-ოთახი, ბიბლიოთეკა და ტრენაჟორების პატარა დარბაზი. თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით ცენტრში ფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.

მარტყოფის მიმღებ ცენტრში მუდმივად ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებლები სხვადასხვა ქვეყნიდან. თავშესაფრის მოთხოვნის ადგილიდან მიმღებ ცენტრში გადაყვანას და ბარგის ერთჯერადად გადატანას უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვილთა სამინისტრო. ბენეფიციარებს უფლება აქვთ ისარგებლონ დროებითი განსახლებით მათი საქმის არსებითად განხილვის პერიოდში.