საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

დონორი ორგანიზაციები

 

დონორი ორგანიზაციები

 

ევროკავშირი

ევროკავშირი ევროპის სახელმწიფოთა უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის წევრიცაა ევროპის 28 ქვეყანა. ევროკავშირი არის მრავალსექტორიანი ინტეგრაციის განვითარებული ფორმა, რომლის კომპეტენცია ვრცელდება წევრი სახელმწიფოების ეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გრანტებით უზრუნველყოფს პროგრამებისა და პროექტების ფართო სპექტრს შემდეგ სფეროებში: განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ევროკავშირის ძირითად ბენეფიციარებს შეადგენენ: მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მკვლევარები.

მსოფლიო ბანკი 1944 წელს 28 სახელმწიფოს მიერ შექმნილი მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა და სიღარიბის დონის შემცირება. ორგანიზაციის პრიორიტეტებია სტრუქტურული რეფორმები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, პრივატიზაცია, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო არის ფედერალური ხელისუფლების დამოუკიდებელი სააგენტო, რომლის საგარეო პოლიტიკური მიმართულებების გზამკვლევს სახელმწიფო სამდივნო წარმოადგენს. სააგენტოს საქმიანობა გამოიხატება ეკონომიკის ზრდის გრძელვადიანი და მიზანმიმართული ხელშეწყობის უზრუნველყოფასა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში, რომელიც, თავის მხრივ, მხარს უჭერს: ეკომონიკურ ზრდას; ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობას; გლობალურ ჯანდაცვას, დემოკრატიას, კონფლიქტების პრევენციასა და ჰუმანიტარულ ხელშეწყობას. აშშ – ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს მსოფლიოს ოთხი რეგიონის მხარდაჭერას, ესენია: საჰარის რეგიონის აფრიკა; აზია და ახლო აღმოსავლეთი; ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები; ევროპა და ევრაზია.

აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტო - მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო დახმარებასა და მდგრად გადაწყვეტას სთავაზობს ლტოლვილებს, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბიურო მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მდგრადი გადაწყვეტების განსავითარებლად. მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო აღიარებს მდგრადი გადაწყვეტის სამ ფორმას: რეპატრიაცია - დაბრუნება, როდესაც დევნის რისკი აღარ არის; ადგილზე ინტეგრაცია - მუდმივი განსახლება იმ ადგილას, სადაც პირმა დევნისგან დაიცვა თავი; განსახლება - მუდმივი განსახლება მესამე ქვეყანაში. მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს და ეხმარება გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებით.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი 1950 წლის 14 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მანდატი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის ზონებში დაბრუნებულ პირთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

გერმანიის განვითარების ბანკი გერმანიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი წამყვანი დამფინანსებელი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ეკონომიკური/სოციალური ინფრასტრუქტურის აღორძინებასა და კერძო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ზრუნავს გაჭირვებული ხალხისათვის ცხოვრების ხარისხისა და დონის ამაღლებაზე და ხელს უწყობს მსოფლიო მაშტაბით გრძელ-ვადიანი სტაბილური განვითარების მიღწევაზე გამიზნულ სხვადასხვა რეფორმებსა და პროცესებს.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო შვედეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის მიზანს ემსახურება.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროსტროსთან არსებული შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო წამყვან როლს ასრულებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შვეიცარიის განვითარების პროგრამის კოორდინირებასა და მონიტორინგში.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს საზღვარგარეთ ძირითადად განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორიატის მეშვეობით. განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობა იტალიის საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ღირსებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ხალხთა შორის მშვიდობის დამკვიდრებას. განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობა არის სხვადასხვა თემებს და ხალხებს შორის ურთიერთობების დამყარების, გაუმჯობესებისა და გაძლიერების, ურთიერთგაგების გაზრდის ერთ–ერთი ინსტრუმენტი. საქართველოში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს დააფინანსა ომის შემდგომი რეაბილიტაციის ინიციატივები როგორც საგანგებო, ისე პოსტ–კრიზისულ ფაზაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოში მცხოვრები დევნილების სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თავშესაფრით უზრუნველყოფას.

http://www.esteri.it/ , www.ambtbilisi.esteri.it,

 

ევროკავშირი ევროპის სახელმწიფოთა უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის წევრიცაა ევროპის 28 ქვეყანა. ევროკავშირიარისმრავალსექტორიანიინტეგრაციისგანვითარებულიფორმა, რომლისკომპეტენციავრცელდებაწევრი სახელმწიფოებისეკონომიკაზე, მრეწველობაზე, მოქალაქეთაუფლებებზე, საშინაოდასაგარეოპოლიტიკაზე.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გრანტებით უზრუნველყოფს პროგრამებისა და პროექტების ფართო სპექტრს შემდეგ სფეროებში: განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ევროკავშირის ძირითად ბენეფიციარებს შეადგენენ: მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მკვლევარები.