საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პარტნიორები

         
    გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სამსახური   გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის სამსახური მიზანად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. ის მუშაობს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა ნორმების განსამტკიცებლად, ხელს უწყობს კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებათა შესახებ შეთანხმებების რატიფიცირებასა და დანერგვას.
       
    გაეროს ბავშვთა ფონდი   1946 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული გაეროს ბავშვთა ფონდი გაერთიანებული ერების ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც უშუალოდ ბავშვთა პრობლემებზე მუშაობს და რომლის ძირითად საქმიანობას ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
       
    გაეროს განვითარების პროგრამა   გაეროს განვითარების პროგრამა დაარსდა 1965 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღებ ქვეყნებში ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა. საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა 1993 წლიდან მუშაობს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში იგი ოთხ ძირითად სფეროში ეხმარება საქართველოს: დემოკრატიული მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია.
       
    გაეროს ქალთა ორგანიზაცია   გაეროს ქალთა ორგანიზაცია, იგივე გაეროს ქალთა ფონდი, 1976 წელს შეიქმნა. ფონდი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს ინოვაციურ პროგრამებს, რომლებიც ქალთა უფლებამოსილების გაზრდასა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას ემსახურება. ამჟამად, ორგანიზაცია მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ქალთა და გენდერულ საკითხებზე.
    გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია   გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მთავრობათშორისი ორგანიზაციაა, რომელიც შიმშილის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას წარმართავს. FAO მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, ხოლო სათაო ოფისი რომშია განთავსებული. მისი მისიაა აღმოფხვრას შიმშილი, სურსათის უსაფრთხოებასთან და დაბალკალორიულობასთან დაკავშირებული პრობლემები, შეამციროს სიღარიბე სოფლად, უფრო პროდუქტიული და მდგრადი გახადოს სოფლის მეურნეობა, სატყეო და სათევზე მეურნეობები, შექმნას უფრო ინლკუზიური და ეფექტიანი სოფლის მეურნეობისა და საკვების სისტემები, და გაზარდოს ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ შემოსავლის წყაროს მდგრადობა.
    ევროპის საბჭო   ევროსაბჭო კონტინენტის წამყვანი ორგანიზაციაა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ევროსაბჭო 47 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 28 სახელმწიფო, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. გაერთიანებაში შემავალ თითოეულ სახელმწიფოს ხელი აქვს მოწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზე, რომელიც მომართულია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვისკენ. ევროსაბჭო ადვოკატირებას უწევს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობასა და უმცირესობების დაცვას. ევროსაბჭო წევრ ქვეყნებს ეხმარება კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ატარებს რა ყველა საჭირო სამართლებრივ რეფორმას. საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა.
       
    დანიის ლტოლვილთა საბჭო   დანიის ლტოლვილთა საბჭო არის კერძო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ცდილობს შეამსუბუქოს ლტოლვილთა მდგომარეობა და ხელი შეუჭყოს მათ რეაბილიტაციას.
       
    ვორლდ ვიჟენი   ვორლდ ვიჟენი არის ერთ-ერთი უდიდეს არასამთავრობო ინტერნაციონალურ ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელიც 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს: „ყოველი ადამიანის კეთილდღეობა. განსაკუთრებით ბავშვების“. ვორლდ ვიჟენი საქმიანობას დედამიწის ექვსი კონტინენტის 97 ქვეყანაში ოთხი ძირითადი პროგრამით ახორციელებს: ბავშვები განსაკუთრებით რთულ გარემოებებში (CEDC); კვების უსაფრთხოება და თემის განვითარება; ადამიანის უფლებები და მშვიდობის შენარჩუნება; მიკროსაწარმოების განვითარება.
       
    მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია   მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 127 წევრი და 93 დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნით 100-ზე მეტ ქვეყანში მოღვაწეობს. იგი ცდილობს ხელი შეუწყოს ჰუმანურ და კანონიერ მიგრაციას მთავრობებისა და მიგრანტებისათვის რჩევების მიწოდების გზით. ორგანიზაცია მიგრაციის მართვის ოთხ ფართო სფეროში მუშაობს: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის ხელშეწყობა; მიგრაციის რეგულირება; იძულებითი მიგრაცია.
       
    ოქსფამი   დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამი დაარსდა 1942 წელს ქალაქ ოქსფორდში და დღეს იგი მუშაობს 80-ზე მეტ ქვეყანაში. უსამართლობის აღმოფხვრისა და უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით ოქსფამი აქტიურად თანამშრომლობს თემებთან, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან, მოხალისეებთან და მხარდამჭერებთან. ოქსფამის განვითარების, ჰუმანიტარული და კამპანიური საქმიანობა ეხება იმ ძირეულ უფლებებს, რომლებიც ყოველი ადამიანის განუყოფელი პრივილეგიაა. ესენია: სოციალური და ეკონომიკური უფლებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და შიშისაგან და დევნისაგან თავისუფალი ცხოვრების უფლება.
       
    საერთაშორისო დახმარების და განვითარების ფონდი   ორგანიზაცია მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველაზე მეტად დაუცველი ჯგუფების გაჭირვების შემცირებას. ფონდი მუშაობს პოლიტიკური, სოციალური და ტექნიკური პრობლემების წინაშე აღმოჩენილ რეგიონებში, განსაკუთრებით ომისა და კონფლიკტების შედეგად დაზარალებულ ზონებში, და ახორციელებს ფინანსურად-ეფექტურ განვითარების პროექტებს, რომლებიც მილიონობით ადამიანს უმსუბუქებს ცხოვრებას
       
    საერთაშორისო ხსნის კომიტეტი   საერთაშორისო ხსნის კომიტეტი არის ხსნის და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მისიაა დახმარება გაუწიოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური დევნის თუ ომის/კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ პირებს. ორგანიზაცია მუშაობს 25-ზე მეტ ქვეყანაში შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საგანგებო რეაგირება, ჯანდაცვა, ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა, განვითარების პროგრამები, სკოლების დაარსება და მასწავლებლების სწავლება, საზოგადოების და კარგი-მმართველობის მხარდამჭერი ინიციატივები.
       
    საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდი ქეა   ქეა-ს მიზანია დაეხმაროს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ადამიანებსა და ოჯახებს სიღარიბის ღირსეულად დაძლევაში. ამისათვის ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დარგის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, უზრუნველყოფს სპეციალურ პროგრამებს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ადამიანებისთვის და ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილებების მიღებისა და კონფლიქტის თავიდან აცილების პროცესში.
       
    ACF ინტერნაციონალი   მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF ინტერნაციონალი) არის არასამთავრობო, კერძო, აპოლიტიკური, არარელიგიური და არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა პარიზში 1979 წელს. მისი საქმიანობა მოიცავს შიმშილთან, სიღარიბესთან და სიცოცხლისთვის საშიშ იმ სიტუაციებთან ბრძოლას, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებსა და ბავშვებზე. ACF სამრეთ კავკასიაში 1994 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავდა საგანგებო და მის შემდგომ მდგომარეობაზე მომართულ პროექტებს, რომლებიც სარეაბილიტაციო პროექტების სახელ იძენდა ცვალებადი სოციო-ეკონომიკური კონტექსტის პირობებში. ACF სამხრეთ კავკასიას, რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, აქვს 6 ოფისი რეგიონში მთავარი საკოორდინაციო ოფისით თბილისში. ორგანიზაციას სულ დაახლოებით 75 თანამშრომელი ჰყავს რეგიონში, რომლებიც მუშაობენ თემის მობილიზებაზე, სოფლის მეურნეობაზე, მარკეტინგზე, სამართლებრივ საკითხებზე, მეცხოველეობაზე, სოციო-ეკონომკურ საკითხებზე, მონაცემთა ბაზის მართვაზე, ინჟინერიაზე, ადმინისტრაციაზე, ლოჯისტიკაზე, მხარდაჭერასა და პროექტის მართვაზე.
       
    უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI)   უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI) მუშაობს უმცირესობის მმართველობისა და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროში. ECMI-ის ოფისი საქართველოში გაიხსნა 2003 წელს და ხელს უწყობს სტაბილური და ინკლუზიური დემოკრატიის მშენებლობას. ECMI ეხმარება უმცირესობის ორგანზიაციებს საკუთარი კომპეტენციების გაუმჯობესებაში და მთავრობას - ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა განვითარდეს და განხორციელდეს პოლიტიკური კურსები ეროვნულ უმცირესობათა საკითხების შესახებ. ECMI მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობა მათ მიმართ გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
    გადავარჩინოთ ბავშვები   საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს გაჭირვებული ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. თავისი საქმიანობით ის ფარავს განათლების, ჯანდაცვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სფეროებს. ამას გარდა, ორგანიზაცია საგანგებო დახმარებას უწევს სტიქიური უბედურებების, ომის და კონფლიქტების მსხვერპლ ბავშვებს.