საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

საქართველოს დევნილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი

 


ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი დევნილთა პროგრამა IV-ის - „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული / იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მათი მასპინძელი თემებისათვის“ ნაწილია. აღნიშნული პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. მიზნად ისახავს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფას, დევნილებისა და მათი მასპინძელი თემების უკიდურესი გაჭირვებიდან ამოყვანასა და სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს Hulla and Co. Human Dynamics KG, DVV International-სა და Pro NGO! e.V.-სთან თანამშრომლობით. პროექტი 2014 წლის ივნისში დაიწყო და 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება.

ძირითადი ბენეფიციარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (დევნილთა სამინისტრო).

პროექტის მიზნები
პროექტის ზოგადი მიზანია, მხარი დაუჭიროს  სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა სამოქმედო გეგმისა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებაში.
ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი ასევე ეხმარება სამინისტროს დევნილთა პროგრამა IV-თან დაკავშირებული შესაბამისობის კრიტერიუმების შესრულებაში, კერძოდ კი:

  1. დევნილთა სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების შესაძლებლობების ზრდა დევნილთა სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე შესაბამისი ინფორმაციისა და მომსახურებების მიწოდებისა და პოლიტიკის შემუშავებიდან მის განხორციელებამდე მთელი პროცესის განმავლობაში
  2. გრძელვადიანი განსახლებისა და დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პროცესების კოორდინირების მიზნით;
    სამინისტროს მხარდაჭერა ზემოაღნიშნული პროცესებისათვის ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნა-განვითარებაში.


პროექტის მიერ მისაღწევი შედეგები

  • დევნილთა სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ დევნილთა სამოქმედო გეგმას.
  • სამინისტროს ცენტრალურ და ტერიტორიულ ორგანოებსა და სამინისტროსა და დევნილებს შორის კომუნიკაცია ეფუძნება ყოვლისმომცველ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
  • დევნილთა გრძელვადიანი განსახლება და პრივატიზაცია გამჭვირვალედ და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ხორციელდება.
  • დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სექტორული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია და შესაბამისად ხორციელდება.
  • სტატუსიდან საჭიროებებზე მორგებული დახმარების სისტემაზე გადასვლა და დევნილთა ზოგად სამთავრობო პოლიტიკაში ჩართვა.
  • დევნილთა სამინისტროში ანალიტიკური სამმართველოს დაფინანსება და ტრენინგი.  სამმართველო სრულყოფილად ფუნქციონირებს და სამინისტროს შეფასებებისა და
  • მონიტორინგის და სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს.
  • დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების საჭიროებების, ასევე რეგიონებში დევნილთა დასაქმების შესაძლებლობების შეფასების კვლევები
  • დასრულებული და განახლებულია.
  • რეაბილიტირებულ და აშენებულ/მშენებარე ობიექტებთან დაკავშირებული გასაჩივრებისა და ხარვეზის გამოსწორების მექანიზმების ფუნქციონირების დამოუკიდებელი
  • შეფასება განხორციელებულია.

ძირითადი აქტივობები

  • სამინისტროს რესურსებისა და შესაძლებლობების ზრდა დევნილთა და საარსებო წყაროების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ეფექტურად განხორციელებისათვის;
  • სამინისტროს ანალიტიკური და კვლევითი რესურსების, ასევე პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს გაძლიერება და ტრენინგების ჩატარება;
  • დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერა დევნილთა საჭიროებებზე უკეთ რეაგირებისათვის, მათთვის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროების შესაძლებლობების შექმნის ჩათვლით;
  • გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესის უნიფიცირების ხელშეწყობა;
  • სამინისტროს გაძლიერება მისი სტრატეგიისა და საქმიანობების შესახებ ინფორმაციის წარმატებით კომუნიცირებაში;



 

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის გუნდი მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტისა და სხვა განმახორციელებელი პარტნიორების მიერ დევნილთა საკითხებზე ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაციაზე

დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის მიერ ორგანიზებულ დევნილთა ეფექტური მომსახურების ტრენინგზე