საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

უკანონო მიგრაციის პრევენცია

 

უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანია საქართველოში

2016 წლის 3 აგვისტოს, ბელგიამ გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ. ამ სიაში მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი, ინდოეთი და საქართველო. ბელგიის სამეფოს გარდა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ.  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ნიშნავს იმას, რომ საქართველო შეფასებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს (უპირველესად საქართველოს მოქალაქეებს) არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მოქალაქეთათვის საერთაშორისო მხარდაჭერის გარდაუვალი საჭიროება (გარდა გარკვეული შემთხვევებისა) და საქართველო აღიარებულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად, ბელგიაში ან ევროკავშირის ზემოხსენებულ სხვა სახელმწიფოში მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მიზეზით თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში უარყოფითი პასუხების რაოდენობა გაიზრდება.

  • სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა ან პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არ შეიძლება იყოს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი;
  • თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ ნებაყოფლობით არ დაბრუნდები, ქვეყანას იძულებით დაგატოვებინებენ;
  • ნუ გამოიყენებ თავშესაფრის პროცედურებს არაკანონიერი მიზნებისთვის. მომავალში ეს შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში შენი არშეშვების მიზეზი გახდეს.

თავშესაფრის პროცედურებთან და უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფლაერი.

თუ გაქვს შეკითხვები ან გჭირდება დახმარება, დარეკე IOM-ის ცხელ ხაზზე (+995) 32 2 91 34 61 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 17:00. ზარი უფასო და ანონიმურია.

უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანია საქართველოში

2016 წლის 3 აგვისტოს, ბელგიამ გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ. ამ სიაში მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი, ინდოეთი და საქართველო. ბელგიის სამეფოს გარდა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ.  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ნიშნავს იმას, რომ საქართველო შეფასებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს (უპირველესად საქართველოს მოქალაქეებს) არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მოქალაქეთათვის საერთაშორისო მხარდაჭერის გარდაუვალი საჭიროება (გარდა გარკვეული შემთხვევებისა) და საქართველო აღიარებულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად, ბელგიაში ან ევროკავშირის ზემოხსენებულ სხვა სახელმწიფოში მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მიზეზით თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში უარყოფითი პასუხების რაოდენობა გაიზრდება.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა ან პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არ შეიძლება იყოს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი
თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ ნებაყოფლობით არ დაბრუნდები, ქვეყანას იძულებით დაგატოვებინებენ
ნუ გამოიყენებ თავშესაფრის პროცედურებს არაკანონიერი მიზნებისთვის. მომავალში ეს შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში შენი არშეშვების მიზეზი გახდეს

თავშესაფრის პროცედურებთან და უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფლაერი

თუ გაქვს შეკითხვები ან გჭირდება დახმარება, დარეკე IOM-ის ცხელ ხაზზე (+995) 32 2 91 34 61 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 17:00. ზარი უფასო და ანონიმურია