საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

ბინების შესყიდვა

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ბაზრის კვლევას დასრულებული (ექსპლოატაციაში მიღებული) ან მშენებარე ბინების შესყიდვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით:

 

  1. წარმოდგენილიწინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს:

ა) საცხოვრებელი ფართის ტექნიკური პირობები:

ა.ა) შესასყიდი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს საცხოვრებლად მზა მდგომარეობაში, არ უნდა საჭიროებდეს დამატებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და საცხოვრებელი ფართის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა.ა.ა) იატაკების მოპირკეთება:

- ფოიე, საერთო ოთახი, საძილეები - ლამინატი

- სან. კვანძები, სამზარეულო - კერამიკული ფილები;

ა.ა.ბ) ჭერისა და კედლების მოპირკეთება:

- სან. კვანძები - კერამიკული ფილები, შეკიდული ჭერი

- სამზარეულო - კერამიკული ფილები ლოკალურად ხელსაბანებთან

- სხვა ოთახები - შეღებვა წყალემულსიის საღებავით;

ა.ა.გ) კარ-ფანჯრები:

- ლითონ-პლასტმასის ფანჯრები მინა-პაკეტით, სამზარეულოებში სარკმელებით ბუნებრივი ვენტილაციისათვის

- საცხოვრებელ ფართში შესასვლელი კარები - ლითონის

- საცხოვრებელი ფართის შიგნით ოთახებში შესასვლელი კარები - მ.დ.ფ.

- სან. კვანძებისა და აივნებზე გასასვლელი კარებები - ლითონ-პლასტმასის;

ა.ა.დ) სანტექნიკური მოწყობილობები:

- სამზარეულო - სამრეცხაო ნიჟარა შემრევით, კარადით.

- სან. კვანძები - აბაზანა ან შხაპის ქვესადგამი შხაპით, შემრევითა და სიფონით, უნიტაზი, ტრაპი, ხელსაბანი ნიჟარა შემრევით;

ა.ა.ე) ელ. ტექნიკური მასალები:

- სხვადასხვა ტიპის პლაფონები (სანათი, ჩამოსაკიდი)

- ავტომატები, ამომრთველები და როზეტები - სამშენებლო ნორმების მიხედვით;

ა.ა.ვ) ვენტილაცია:

- გამწოვი ვენტილატორები სააბაზანოებსა და სამზარეულოებში;

ა.ა.ზ) ინდივიდუალური მრიცხველები:

- დამონტაჟებული უნდა იყოს წყლის, ბუნებრივი აირისა და ელ. ენერგიის გარე ქსელებთან მიერთებული ინდივიდუალური მრიცხველები;

ა.ბ) საცხოვრებელი ფართი შესყიდვის დროისათვის უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მენაშენის საკუთრება, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესაბამისი ამონაწერით;

ა.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის დროისათვის, უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.დ) საცხოვრებელი ფართების საორიენტაციო ფართებია:

- ერთოთახიანი - 25,0 - 40,0 მ2

- ოროთახიანი - 45,0 - 60,0 მ2

- სამოთახიანი - 65,0 - 80,0 მ2

- ოთხოთახიანი - 85,0 – 100,0 მ2

ა.ე) დაპროექტებული და/ან დაწყებული და/ან დამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე;

(შენიშვნა: აივნების ფართი არ უნდა აღემატებოდეს საცხოვრებელი ფართის სასარგებლო ფართის 15%-ს. მოთხოვნილებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად ითვლება

 

შენიშვნა: გთხოვთ ნუ წარმოადგენთ რეაბილიტირებულ მშენებლობებს. პრიორიტეტი მიენიჭება ყველაზე დაბალი ფას(ებ)ის დაბინების მოწოდების უმცირესი ვად(ებ)ის წარმომდგენ ორგანიზაცი(ებ)ის წინადადებას.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • მშენებლობის ნებართვა;
  • პროექტი (პროექტის არქიტექტურული ნაწილი, გეგმარება სრულყოფილად);
  • შემოთავაზებული ბინ(ებ)-ის 1 კვ.მ.-ის ღირებულება და ბინების რაოდენობა;
  • ბინ(ებ)ის მოწოდების ვადა.

 

 

გთხოვთ, თქვენი შემოთავაზება წარმოადგინოთ მხოლოდ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: offers@mra.gov.ge

გაითვალისწინებთ, რომ წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი.

           

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

  • სალომე გირგვლიანი - 599 033 252
  • თამაზ ჭითანავა - 591 105 981