მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

ზოგადი ინფორმაცია


 

 

ეკომიგრანტთა საკითხები

ზოგადი ინფორმაცია და პროცედურები

 

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების(ეკომიგრანტების) საკითხებს სამინისტროში არეგულირებს მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება(ნორმატიურლი აქტი).

აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულია თუ ვინ ითვლება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახად.

  • სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
  • ეკომიგრანტი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

ამავე ბრძანებით არის დარეგულირებული ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების პროცედურაც, რომლის მიხედვითაც ეკომიგრანტმა ოჯახმა, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში, „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ განაცხადით უნდა მომართოს სამინისტროს. აღნიშნული განაცხადის (ანკეტის) შევსება ხდება „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის“ საშუალებით. განაცხადის შევსება შესაძლებელია:

  • სამინისტროს ცენტრალურ აპარატში - ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა;
  • სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. ქუთაისში, ი. აბაშიძის ქ. N27;
  • სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქ. ზუგდიდში, ხუბულავას ქ. N6
  • განაცხადის შევსება შესაძლებელია ასევე ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სადაც ოჯახებს აქვთ საშუალება სამინისტროს მომართონ „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ განაცხადით, ასევე აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ ნებისმიერი სახის განცხადებაც;

განაცხადის შევსებისას ოჯახის წევრებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები;

თუ ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ვერ ახერხებს განაცხადის შესავსებად გამოცხადებას, აუცილებელია განმცხადებელმა წარმოადგინოს ნოტარიული მინდობილობა.

ასევე:

  • ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (თუ სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული ქულა არ აღემატება 57001-ს);
  • სამედიცინო დოკუმენტი ფორმა NIV-100/ა, (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არის მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია;), ასევე ფორმა N50/2 თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან ონკოლოგიური დაავადების მატარებელი);
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-საექსპერტო შემოწმების აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები);
  • თუ მშობელი ან ქვრივი მარტო ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე(მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია);
  • თუ ხანდაზმულები ახორციელებენ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ; (მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა).

 განაცხადის შევსების შემდეგ სამინისტრო წერილობით მიმართავს ოჯახის დაზარალების მუნიციპალიტეტს, რათა მუნიციპალიტეტმა ოჯახის დაზარალების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოამზადოს და სამინისტროს მოაწოდოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დაზარალების ორი კატეგორიიდან ერთ ერთი. აღნიშნული დაზარალების კატეგორიები არის ვიზუალური დათვალირების ოქმები, საიდანაც პირველი კატეგორია ნიშნავს, რომ სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო მეორე კატეგორია ნიშნავს, რომ სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

მუნიციპალიტეტის მიერ დაზარალების კატეგორიის მოწოდების შემდეგ ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტების თანამშრომლების ახორციელებენ მინისტრის ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმებით განაცხადის შეფასებას. შეფასების პროცესი მიმდინარეობს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახს ეძლება ერთთვიანი ვადა რათა მოიძიონ და შესასყიდათ წარმოადგინონ საცხოვრებელად ვარგისი, მათ საჭიროებებზე მორგებული სახლი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. აღნიშნული სახლები სასაქონლო და საიჟინრო დასკვნების მომზადების მიზნით ეგზავნება სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

დასკვნების მომზადების შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25000 ლარის ფარგლებში

2013-17 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების შესასყიდად გამოყოფილი იყო 7 620 000 ლარის ოდენობის საბიუჯეტო ასიგნებები, რომლის ფარგლებშიც შესყიდული იქნა 343 საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან“ (SDC) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 2014-15 წლებში დამატებით 53 ოჯახისათვის მოხდა საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის N996 განკარგულების საფუძველზე, სამინისტრო ახორციელებს 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს, რომლის დასრულების შემდეგ 1000-ზე მეტ ოჯახს, საკუთრებაში გადაეცემა ის სახელმწიფო ქონება, რომელსაც წლების მანძილზე მართლზომიერად სარგებლობდნენ.

სულ დღეის მდგომარეობით სამინისტროს ბაზაში 5000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული, საიდანაც 4000-ზე მეტ ოჯახ მუნიციპალიტეტმა დაუდასტურა დაზარალების ფაქტი. აღნიშნული 4000 ოჯახიდან 1500-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია სამინისტროსა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.